დონ კიხოტის
დაბრუნება ჩემო ძვირფასო ტიტერტონ,1 როგორც იცით, ეს სოციალური რეფორმების ამსახველი თხზულება ომამდე დიდი ხნით ადრე, თითქმის დაწერილი მქონდა. ის უამრავ თემას ეხება - დაწყებული ფაშიზმით, დასრულებული ზანგების ცეკვით. უნებურად წინასწარმეტყველივით გამომივიდა. სწორედ თქვენი კეთილშობილი ნდობის დამსახურებაა ამ თხზულების მტვრისგან გათავისუფლება და მისი წიგნად გამოცემა რომ გადავწყვიტე; მეეჭვება მსოფლიოს რაიმე სამადლობელი ჰქონდეს თქვენი, თუმცა, მე თქვენ მიმართ მადლიერების გამოსახატავად უამრავი მიზეზი მაქვს, თქვენ ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთეთ, ამიტომ ეს წიგნი თქვენ გეძღვნებათ.
მარად თქვენი, გ. კ. ჩესტერტონი